“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მზად არის მძევლებს ჩაენაცვლოს, რომლებიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა აიყვანა.
– “თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს, ან პოლიციას მინდა მოვუწოდო და შევთავაზო, რამდენადაც ვიცი, სამი მძევალია დარჩენილი და შეთავაზოს პოლიციამ მოლაპარაკება. მე შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს უკვე შევხვდი ვინც გამოვიდა, ერთი მათგანი ჩემი თანამშრომლის ბიძაშვილია. მე მზად ვარ ჩავენაცვლო იმ დარჩენილ სამს” – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” ძარცვა მიმდინარეობს.
როგორც ცნობიალია, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
წყარო: epn.ge