„მთავარის“ გენდირექტორის თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმი შესახებ მათგან გაიგეს და სწორედ შსს–ს თხოვნით ტელეკომპანიის ჟურნაალისტებმა დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრეს
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც გუშინ დაუკავშირდა პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ამტკიცებს, რომ ფლობს ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა. ბოროტმოქმედი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.
„ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, ისინი საერთოდ არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვიცით როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტი. დღეს, პოლიციის თხოვნითამ ყველაფერზე საჯაროდ არ ვისაუბრეთ. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება“, – დაწერა გვარამია საკუთარ Facebook–გვერდზე.
მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხდა, ქვეყანაში დანაშაულის პოლიტიკურ ქვეტექსტზე დაიწყო საუბარი. მაგალითად, ზუგდიდში, შემთხვევის ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოჩნდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მძევლებს ჩაანაცვლებდა. გარდა ამისა, რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში დაადანაშაულეს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოში“ ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკური მოროდიორობა უწოდეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, გარკვეული ოპოზიციური ძალები ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას შეეცადნენ. მან ასევე შემაშფოთებელი და დანაშაულებრივი უწოდა მედიის ქმედებას, რომელმაც ბოროტმოქმედს საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად პირდაპირი ეთერი დაუთმეს.
ამასთან, სოციალურ ქსელში გაჩნდა ზემოთდასახელებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოები, რაც საზოგადოებაში მითქმა–მოთქმის საგანი გახდა.
“სპუტნიკი’