ჩვენს მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩანს, რომ სომხებმა მეჩეთები და ისტორიული ძეგლები გაანადგურეს- ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთში დაქირავებული მებრძოლები შედიან და იგზავნება დიდი რაოდენობთ სამხედრო ტექნიკა.

 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე განცხადებით, მთიანი ყარაბაღის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩანს, რომ სომხებმა მეჩეთები და ისტორიული ძეგლები გაანადგურეს.

„ჩვენს ყველა სოფელში დანგრეულია შენობები, განადგურებულია ჩვენი მეჩეთები. გუშინ მთელმა მსოფლიომ ინტერნეტში ნახა ზანგილანის ერთ-ერთ სოფელში განადგურებული მეჩეთის კადრები. მათ აქ ღორები ჰყავდათ. მათ ჩვენი მეჩეთები შეურაცხჰყვეს. მათ ჩვენი ყველა ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. შეიძლება ითქვას, სახლებიდან მხოლოდ ქვები დარჩა. გაძარცვეს სახურავები, ფანჯრები, საყოფაცხოვრებო ნივთები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

“1არხი”