რატომ არის საშიში ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია? 1945 წელს კომუნისტური და ლიბერალური იდეოლოგიების მატარებელმა სახელმწიფოებმა ერთობლივად დაამარცხეს თავიანთი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე – ფაშიზმი. 1990 წელს კი, ლიბერალიზმმა დაამარცხა კომუნიზმი და გახდა ფაქტიურად ერთადერთი გლობალური იდეოლოგიური ჰეგემონი.
მას შემდეგ, ის მიზანმიმართულად ცდილობს დაიმორჩილოს ყველა ე.წ. “გაუგებრობა”- რელიგია, კულტურა თუ რომელიმე სხვა სფერო, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ იზიარებს ამ იდეოლოგიის ძირითად პრინციპებს.(ერთ-ერთი გაუგებრობა ჩვენ ვართ)
სამართლიანობისთვის უნდა, რომ ეს ყველა იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მისი თვისებაა. იდეოლოგია უნდა მიისწრაფვოდეს მისი გავლენის გასფართოებლად, გასავრცელებლად და მოწინააღმდეგე იდეოლოგიის დასამარცხებლად, სხვანაირად ის დაიღუპება. ასე რომ ლიბერალური იდეოლოგია ამ მხრივ, ლოგიკურად იქცევა, სხვანაირად ვერც მოიქცევა. (სხვა საკითხია, ისეთ “გაუგებრობებს”, როგორებიც ჩვენ ვართ, მისი “მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტად” ყოფნა გვინდა თუ არა.)
აქედან გამომდინარე, არ არის სფერო დღეს, რომელიც არ იმართება ლიბერალური დღისწესრიგით, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა თუ კულტურა.
დღევანდლამდე, ასე თუ ისე ეკლესიის(რელიგიის) დამორჩილება უჭირდა, მაგრამ ეს პროცესიც უკვე დაწყებულია- გუშინ, რომის პაპმა მხარი დაუჭირა ერთსქესიან პირებს შორის ქორწინებებს.
ეს ფაქტიურად ისტორიული(ჩემი აზრით უკიდურესად ნეგატიური) მოვლენაა- ლიბერალიზმმა, როგორც პოლიტიკურმა იდეოლოგიამ შეაღწია ამ სფეროშიც და ბოლომდე დაიმორჩილა ის.
ამიტომ, იმით თავის დამშვიდება, რომ
“კაცო ეს იქ არის, იქ მოხდა და ჩვენ ეს არ გვემუქრება”, არის სრული იდიოტიზმი, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ის პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც ბუნბრივად მიისწრაფვის ყველა და ყველაფრის დამორჩილებისკენ, დღეს თუ არა, ხვალ, თუ მას წინააღმდეგობას არ გაუწევ- შენც დაგიმორჩლებას.
ეს ყველა იდეოლგიისთვის აქსიომაა -მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ყველა და ყველაფერი.
ამიტომ, ჯობია ამაზე დავფიქრდეთ დღეს და ზერელედ ნუ მიუდგებით, ვიდრე ხვალ აღმოვჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, რომლისაც ძალიან შეგვრცხვება.
რევაზ კილასონია