ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა. მკურნალობისას პაციენტს შვედურ-ბრიტანული კომპანიის, AstraZeneca-ს პრეპარატს აძლევდნენ. ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს.

მათი თქმით, პაციენტი 28 წლის მოხალისე ექიმი იყო, რომელმაც ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო. კომპანიის განცხადებით, ფატალური შემთხვევის მიუხედავად, ცდები გაგრძელდება.

წყარო: ptn.ge