ამას წინათ ერთ-ერთ რუსულ ლიბერასტულ ტელეარხზე სსრკ-ის ცნობილ მაესტროსთან, გენიალურ ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდ პაულსთან ინტერვიუს ვუყურე.
კორესპონდენტი ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ “ეჩალიჩებოდა” უკვე 80 წელს გადაცილებულ მაესტროს, როგორმე ცუდი დაეცდენინებინა სსრკ-ზე ან თანამედროვე რუსეთზე. ბატონმა რაიმონდმა ჯერ ხომ აქო და ადიდა სსრკ, შემდეგ ტელეწამყვანის გულის გასახეთქად ხსენებულ ტელევიზიას უსაყვედურა _ მინსკის დარბევებს რომ დღენიადაგ ატრიალებთ, იმაზე რატომ დუმხართ, არანაკლებ სასტიკი დარბევები რომ ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკა ხომ, საერთოდ, გაგიჟდაო. ეს ყველაფერი პირში მიახალა აბეზარ კორესპონდენტს გულმოსულმა “კრემლის ვარსკვლავმა” _ ასე ეძახდნენ თურმე ბალტიის რესპუბლიკებში საბჭოთა კავშირისდროინდელ მომღერლებს ბალტიის ქვეყნების ურაპატრიოტები. მხცოვანმა მაესტრომ ისიც გაიხსენა, რომ სსრკ–ის ეკონომიკაში ლატვიას პირველი ადგილი ეკავა და იქვე კითხვა შეუბრუნა წამყვანს: ევროკავშირის წევრი ლატვიის ეკონომიკა ევროპაში რომელ ადგილზეაო? _ ბოლოდან მეორეზეო, თავადვე უპასუხა დასმულ კითხვას დიდმა კომპოზიტორმა.
თუმცა ერთი მართლა “შეეშალა”: ცხოვრების დონით საქართველო იყო პირველი და ბალტიისპირეთი _ მეორე.
“შერეკილი” ერთაოზ ბრეგვაძის არ იყოს, კინაღამ მეც ვიყვირე: “უჰ, შენი ჭირიმე, ბიძია-ბაბუა!” და იქვე რიტორიკული კითხვა გამიჩნდა: საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე ყოფნა სჯობდა თუ ახლა ევროპაში ბოლოდან მეორე რომ ვართ? არაფერს ვიტყვი პირველობაზე, რომელსაც 200 წლის განმავლობაში არავის უთმობდა ქართველი.
ყველანაირი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რუსეთი მტრად რომ გაიხადო, ან ავლიპის პაციენტი უნდა იყო, ან სამშობლოს შეგნებული მტერი. ნუთუ ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას ვერავინ ხვდება და ვერავინ ხედავს ქოც–ნაცების ხელისუფლებაში?!
დიახ, ქოც-ნაცების, რადგან არა ერთხელ და ორჯერ აღგვინიშნავს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი ხის სხვადასხვა ტოტია, ერთნაირ ნაყოფს ისხამენ, პოზიცია-ოპოზიციას ირქმევენ და არჩევნებზე გვთავაზობენ გაბრიყვებულ ქართველ საზოგადოებას. ყველაფერს ხედავენ და ყველაფერი ესმით, მაგრამ რა ჰქნან? ორივეს ერთი “ხაზეინი” ჰყავს პოტომაკის ნაპირებიდან და საქართველო ვაშინგტონის “ობკომიდან” _ საქართველოში აშშ-ის საელჩოდან იმართება.
მოძმე ერები, სტრატეგიული მოკავშირეები გლობალურ პოლიტიკაში ფუჭი სიტყვებია!
წინა წერილში ნათქვამს, ოღონდაც უფრო მძაფრად, გინდ დამაპატიმრონ, გინდ ფაშისტობა თუ ქსენოფობია დამწამონ, მაინც ხმამაღლა ვიტყვი:
სომხეთ-აზერბაიჯანის ომში საქართველო ბოლომდე ნეიტრალური ვერ დარჩება და ბაქოსა და ერევანს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ეს რომ ასე იქნება, ამას წინათ მოსკოვში, რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკების შედეგებმა, უდრო ზუსტად, უშედეგობამ დამარწმუნა _ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისა, რეგიონში საომარი მოქმედებები ერთი წუთითაც შეწყდა კი არა, უფრო დაუნდობლად გაგრძელდა.
აქედან გამომდინარე, რუსეთსაც მოუწევს არჩევანის გაკეთება და, რადგან ცხადია, რომ ეს ომი ერთ–ერთი მხარის გამარჯვებითა და, შესაბამისად, რომელიმეს დამარცხებით უნდა დამთავრდეს, შუაში რომ არ გავიჭყლიტოთ, ჩვენც უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ეს არჩევანი კი ერთმორწმუნე რუსეთი უნდა იყოს და არა ის, რომ ჰაოსი და ქართლოსი ძმები იყვნენ. ბიბლიურად არ ვიცი, მაგრამ დღეს ჰაოსი და ქართლოსი როგორი ძმებიც არიან, ამაზე ილიას “ქვათა ღაღადი” ღაღადებს.
რაც შეეხება აზერბაიჯანელებს, რადგან ომი აქვს ჩვენს “სტრატეგიულ მოკავშირეს”, თურმე დავითგარეჯაზე სიტყვა არ უნდა დავძრათ. რა დროს რუკები და კომპასებია, როდესაც გარეჯში დაღვრილი 6 ათასი ბერის სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და მიწაზე სამართალს ეძებს.
დავით მხეიძე
P.S. “სსრკ–ის დანგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო!”_ სრული სიმართლე ბრძანა ვლადიმერ პუტინმა თავის დროზე. ამის გამო დასავლელმა ლიბერასტებმა ლამის ჯვარს აცვეს რუსეთის პრეზიდენტი _ სსრკ–ის აღდგენა უნდაო. “ვისაც სსრკ–ის დანგრევა გაუხარდა, მას გული არ აქვს, მაგრამ, ვისაც სსრკ–ის აღდგენა უნდა, მას ჭკუა არ აქვს!” _ ესეც პუტინის ნათქვამია და ფრთხილად, ნატოს პამპერსების მოტრფიალე საქართველოვ, რადგანაც რუსეთის პრეზიდენტი, მგონი, “უჭკუო” საქციელს აპირებს და ემანდ “ავარიაში არ მოვხვდეთ”, ერთხელ მაინც გავაკეთოთ სწორი არჩევანი: იქით _ ლიბერასტული, უღმერთო დასავლეთი და აქეთ _ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთის იმპერია!
დავით მხეიძე
სტატია სრულად: “საქართველო და მსოფლიო”