ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3.5 მილიონი დოლარი მიიღო, მან ეს ფული პუტინისგან მიიღო- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთისგან ფულის აღებაში დაადანაშულა.

 

„ჯო ბაიდენმა 3.5 მილიონი დოლარი რუსეთისგან მიიღო. მან ეს ფული პუტინისგან მიიღო, რადგან კარგი ურთიერთობები ჰქონდა მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლესთან. ჯო, შენ 3.5 მილიონი დოლარი მიიღე, შენმა ოჯახმა 3.5 მილიონი დოლარი მიიღო. ოდესმე პასუხის გაცემა მოგიწევს ამაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ტელედებატების დროს.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არასდროს აუღია ფული რუსეთისგან.

„რუსეთისგან ფული არასდროს ამიღია. თქვენ კი რუსეთისგან ბევრი ფული აიღეთ და შესაძლოა, ახლაც გიხდიან“, – დასძინა მან.

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა უარყო აღნიშნული ბრალდებები.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.

“იმედი”