“ხელი თუ დაგეღალა, მე ჩაგენაცვლები” – სასაცილო მიმები, რომელიც გიგი უგულავას განცხადებას მოჰყვა

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ზუგდიდში, სადაც გუშინ „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს, ზუგდიდის მაჟორიტარმა განაცხადა, რომ მზად არის მძევლებს ჩაენაცვლოს.

„თუ გამტაცებელი გვისმენს ან პოლიციას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო და შევთავაზო: მე რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შესთავაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ, ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა.

მზად ვარ, ჩავენაცვლო იქ დარჩენილ სამს. თუ გვისმენს გამტაცებელი, ხმაური სჭირდება თუ რა სჭირდება, ჯერჯერობით, უცნობია, ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი] და მზად ვარ ყოველგვარი ზედმეტი ყალბი იმეების გარეშე… ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს… თუ იქნება ორმხრივი თანხმობა, მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში.

წყარო: primetime.ge