თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ავტომობილში კაცი ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი report.ge-ს უყვება, მამაკაცის ცხედარი ავტომობილში იარაღით ხელში იპოვეს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან თავდამსხმელმა დაახლოებით ექვსჯერ გაისროლა, ადგილობრივების თქმითვე, მოკლული მამაკაცი ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მკვლელმა გაიტაცა.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ამ დროისთვის, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
P.S. – ბოლო ინფორმაცია
ავჭალაში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული შუა ხნის კაცი, არსებული ინფორმაციით, ვალერიან ნემსიწვერიძეა. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
წყარო: report.ge