აშშ მოლდოვისათვის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციურ სცენარს ამზადებს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.
მისი თქმით, მოლდოვის მოქმედი ლიდერი იგორ დოდონი აშშ-ს არ აწყობს, რადგან ის „დსთ-ის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც, კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე უკვე მოუწოდა საკუთარ საელჩოს კიშინიოვში „წინასწარ განაწყონ ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო აქციებისათვის“, თუ დოდონს კვლავ აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მონაწილეობას მიიღებს კიდევ შვიდი კანდიდატი. დოდონის მთავარ მოწინააღდეგედ მიიჩნევა ოპოზიციური პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“ ლიდერი მაია სანდუ, რომელიც საკუთარი პროდასავლური პოზიციითაა ცნობილი.