დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ტომარაძეს თავს დაესხნენ და მიაყენეს დაზიანება თავის არეში (ვიდეო)

დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ტომარაძეზე თავდასხმა დღეს, 23 ოქტომბერს, საღამოს მოხდა, როცა ის საარჩევნო კამპანიას ატარებდა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავი გაუტეხეს.

 

– „მეგობრებო დიდი მადლობა მოკითხვისთვის და მხარდაჭერისთვის. სავარაუდოდ მაქვს ტვინის შერყევა, თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები კლინიკაში. მადლობა ტვ პირველს და ინგა გრიგოლიას მხარდაჭერისთვის“

 – წერს ზვიად ტომარაძე.

“თვალსაზრისი”