სერ პოლ მაკკარტნი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც კარანტინის დროს ჩაწერა

სერ პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი ჩაწერა. ამის შესახებ ბრიტანელმა მუსიკოსმა YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში განაცხადა.

 

ალბომის სახელწოდებაა McCartney III და ის ერთგვარი გაგრძელებაა კლრებულების McCartney და McCartney II, რომლებიც Beatles-ის წევრმა 50 და 40 წლის წინ გამოუშვა. ორივე ალბომი სახლის სტუდიაში ჩაიწერა. ახალი კრებული კი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დროს, სასექსშიმაკკარტნის ფერმაზე ჩაიწერა.

მუსიკოსმა განაცხადა, რომ კარანტინმა რამდენიმე პროექტის დასრულების საშუალება მისცა.

„მუსიკას ვწერ, ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენება არ მავიწყდება და ვცდილობ საზოგადოებისგან თავი შორს დავიჭირო“, – აღნიშნა მაკკარტნიმ.

“imedi”