ნეაპოლში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

იტალიის სამხრეთ ნაწილში, კამპანიის რეგიონში მდებარე ქალაქ ნეაპოლში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ქუჩაში გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

 

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნეაპოლში ასობით მომიტინგე ადგილობრივი მთავრობის სახლთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც იტალიის კამპანიის რეგიონის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კარანტინის დაწესების შესახებ განაცხადა.

მიმდინარე თვის დასაწყისიდან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 19 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა 91 ინფიცირებული.

კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამო, ლომბარდიისა და ლაციოს რეგიონებში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

“1არხი”