მსოფლიოს მოწინავე ექსპერტ-პოლიტოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ომები ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, იემენსა და სირიაში, დასავლეთის ფატალურ შეცდომას წარმოადგენდნენ, პირველ რიგში კი- აშშ-ის, აგრეთვე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის.
ამის მიუხედავად, ორი ათწლეულის მანძილზე, აშშ ვერავითარ შედეგს ვერ გვაჩვენებს, გარდა ომების ფინანსური ხარჯების და დაღუპული ჯარისკაცების ნუსხის.
დღევანდელი დევნილები სხვა არაფერია, თუ არა პირველი და საკმაოდ მკაცრი შედეგი ამ არალეგალური და არალეგიტიმური ომებისა. ადრე, ისინი მეზობელ მუსლიმანურ ქვეყნებში იფანტებოდნენ, ახლა კი მოძრაობის მიმართულება მკვეთრად შეიცვალეს და ევროპას შეესივნენ, თანაც ეს მხოლოდ დასაწყისია იმ კოშმარისა, რაც ევროპას ელოდება მომავალში. ვინაა დამნაშავე?! რათქმაუნდა დასავლეთი, რომელიც მუდამ ორმაგ და ცინიკურ პოლიტიკას ატარებდა და ატარებს დღესაც– ეს ქვეყანა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ურთიერთობდა და მეგობრობდა, სხვადასხვა ჯურის სასტიკ, ისლამურ დაჯგუფებებთან, იმისთვის რომ დაემხოთ ურჩი, მაგრამ სტაბილურობის მხარდამჭერი მთავრობები რეგიონში და შედეგმაც არ დააყოვნა.
კიდევ მეტად დავკონკრეტდები: ამერიკელებს რომ არ დაემხოთ სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი და არ გაეწიათ ყველანაირი დახმარება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისთვის, სირიის კანონიერი პრეზიდენტის ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში, ევროპაში დევნილების გადაბარგების პრობლემა დღეს, მითუმეტეს ამ ფორმით, არ იდგებოდა.
რათქმაუნდა, ესაა მხოლოდ ერთ-ერთი შედეგი ამერიკის მიუღებელი და გაუმართლებელი პოლიტიკის, რომელსაც უფრო ზუსტად რომ გამოვხატო რასაც ვფიქრობ ამაზე- საშინელსაც კი ვუწოდებდი, ახლა კი, მთელი ევროპა იმკის ამ პოლიტიკის შედეგებს.
ტრაგიკულია ის რაც ახლა ხდება, რასაც შეუძლია წალეკოს მთელი ევროპა, თუკი ის არ გამოფხიზლდება. დღესდღეობით, კონფლიქტების და ომების წარმოქმნის ყველაზე საშიში წყარო მსოფლიოში, ესაა ყველაზე მდიდარი და მძლავრი სახელმწიფო, სამხედრო კუთხით, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად- აშშ!
მსოფლიოში არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, რომელსაც იმდენი ომი გაეღვივებინოს, როგორც ამერიკას, მით უმეტეს, რომ ამ ომებს თუ კონფლიქტებს, არცერთხელ მოუტანია რაიმე მეტნაკლებად მაინც გააზრებული შედეგი, რომელიც მსოფლიოს მშვიდობასთან დაახლოვებდა.
ნაწილს მაინს ჩამოვყვეთ:
ვიეტნამი– სრული კოლაფსი;
ერაყი– სრული კოლაფსი, ისლამური სახელმწიფოს შექმნა და მმართველი ლიდერის ჩამოშორება, რომელიც რეალურად სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფდა.
ავღანეთი: ამერიკელები ეხმარებოდნენ მოჯახედებს და მსუყედ შეაიარაღეს თალიბანი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამჟამად კი მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის აფეთქდება ეს წარმონაქმნი.
ევროპა შეეჩეხა დევნილების პრობლემას, მათი დიდი ნაწილი ერაყიდან და სირიიდან „ისლამურ სახელმწიფოს“ გაურბის, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, თურქეთთან ერთად შექმნეს.
ლიბია– ტოტალური კოლაფსი, რომელმაც გაუხსნა დევნილებს გზა ევროპისკენ. ჩამოშორებულ იქნა საკმაოდ პროგრესული ავტორიტარული ლიდერი, რომელსაც რეალურად ბევრი დადებითი მოუტანია და შეეძლო მომავალშიც მოეტანა საკუთარი ქვეყნისთვის.
ცინიზმი, არის სწორედ დასავლეთის პოლიტიკის განმასხვავებელი ნიშანი და ამ დროს, მათ მთელი ყურადღება რუსეთის მიმართულებით გადააქვთ, რუსეთისკენ, რომელიც დასავლეთისგან განსხვავებით, არასოდეს არ უჭერდა მხარს არანაირ ისლამურ დაჯგუფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის მოკავშირეებს იცავს და კარგად ხვდება, რომ სტაბილურობა დროებით გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია. იწყება ისტერია და ყველა: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და ა.შ. აღშფოთებას გამოხატავენ, თითქოს და სწორედ რუსეთს სურს სტაბილურობის დარღვევა მსოფლიოში…. რომელ სტაბილურობაზეა საუბარი: რომელსაც სასტიკი, ულმობელი და ანტიცივილიზაციური „ისლამური სახელმწიფო“ გვთავაზობს?!…რომელმაც დასავლეთს თავიდან მოაშორებინა ჰუსეინი და კადაფი და ახლა ასადს აშორებინებს?!
კონსტანტინე ჩიკვილაძე