თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს .
„რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, სხვა რამის თქმა შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურზე, რომელმაც არ იცის, რა არის რწმენის თავისუფლება.
„კიდევ რა შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მეთაურზე, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და რომელიც ასე ექცევა მის ქვეყანაში მცხოვრებ განსხვავებული რწმენის მქონე მილიონობით ადამიანს?”- აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, “ისლამისტური სეპარატიზმი” საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.
“აიპიენი”