მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვაშინგტონის, ბაქოსა და ერევნის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„აშშ ხელს უწყობდა საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შორის მოლაპარაკებებს, იმისთვის რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიუახლოვდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს ერთმანეთს ჟენევაში შეხვდებიან.
“იმედინიუსი”