ბრიტანელმა მსახიობმა იენ მაკელენმა, რომელმაც ფილმ “ბეჭდების მბრძანებელში” გენდალფის როლი შეასრულა, განაცხადა, რომ ფილმებში ცოტაა პერსონაჟი–გეი. მან თავისი უკმაყოფილება გაანდო Time Out–ს.
30-წლიანი კარიერის განმავლობაში ამ მსახიობს არ დაუმალავს თავისი მამათმავლური მისწრაფებანი. მისი აზრით, ჰოლივუდში დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებდნენ ქალებს და მხოლოდ ახლახან სერიოზულად შეაფასეს შავკანიანი მსახიობები, მაგრამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს დღემდე პრინციპულად არ ამჩნევენ.
მაკელენმა თქვა, რომ ფილმი “ღმერთები და მონსტრები” იყო შემობრუნების მომენტი არატრადიციული ორიენტაციის მსახიობებისთვის დიდი კინოს სამყაროში.
“ჩემი აზრით, “ღმერთები და მონსტრები” პირველი ჰოლივუდური ფილმი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ გეები არსებობენ. ეს უცნაურია, რადგან ჰოლივუდის ნახევარი გეია,” _ ახსნა გეების “დასაქმებისთვის” თავდადებულმა მამათმავალმა.
აღშფოთდა და აიძაგრა პედერასტებისა და ლესბოსელების ალიანსიც, რომელმაც ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, როგორ არიან ასახული ლგბტ-თემის წარმომადგენლები ჰოლივუდის უდიდესი კინოსტუდიების ფილმებში. ორგანიზაცია ჩივის, რომ 2017 წელს მკვეთრად შემცირდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პერსონაჟების რაოდენობა ჰოლივუდის კინოპროდუქციაში.
ანგარიშის თანახმად, 2016 წელს გამოსულ ფილმებში გეები და ლესბოსელები 18,4 პროცენტით იყვნენ წარმოდგენილები, 2017 წელს კი _ მხოლოდ 12,8 პროცენტით. ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიებმა უნდა გამოასწორონ მდგომარეობა: 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 20 პროცენტამდე, 2014 წლისთვის კი ყველა გამოსული ფილმის პერსონაჟების ნახევარი ლგბტ-თემის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჰოლივუდში გადაღებულ ყოველ მეორე ფილმში ორიენტაციააღრეულთა წარმომადგენლებს უნდა ვუყუროთ.
გამოკვლევის ავტორებმა ხაზი გაუსვეს, რომ 18-დან 34 წლამდე ამერიკელების 20 პროცენტი და 35-დან 51 წლის ამერიკელების 52 პროცენტი ლგბტ თემის წევრია. “თუ ჰოლივუდს სურს, რომ ამ კატეგორიის აუდიტორიამ კვლავაც შეიძინოს კინოთეატრების ბილეთები, მას (აუდიტორიას) უნდა შეუქმნან ისტორიები, რომლებსაც კავშირი ექნება ამ ადამიანების სამყაროსთან”, _ აღნიშნეს მათ.
წლეულს, მარტში მასმედიამ ყურადღება მიაქცია, შემაშფოთებელ მოვლენას _ ამერიკულ სერიებში მასობრივად გამოჩნდნენ ბისექსუალები.