კაციც ესა ყოფილა! კანადელ მამაკაცს 24 ცოლი და 149 შვილი ჰყავს

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 61 წლის მრავალცოლიან უინსტონ ბლეკმორს. Daily Mail იუწყება, რომ იგი დაპატიმრებას გადაურჩა.

 

2017 წლის ივლისში მას დაუდასტურდა მრავალცოლიანობა: მას 24 ცოლი ჰყავდა; მის სიძეს, ჯეიმს ოლერს კი, ქორწინება ერთდროულად 5 ქალთან ჰქონდა გაფორმებული. მაშინ ბლეკმორს ექვსთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ამასთანავე, ნებადართული ჰქონდა სამსახურში სიარული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან მკურნალობა. ოლერს სამთვიანი შიდაპატიმრობა მიუსაჯეს. ბლეკმორმა 175 საათის მოცულობის საზოგადოებრივი სამუშაოები უნდა შეასრულოს, ოლერმა _ 75 საათის ოდენობის, მათვე დაევალათ 12 თვის განმავლობაში რეგულარულად პოლიციის უბანში გამოცხადება.

მოსამართლე ქალბატონმა შერი ენ დონეგენმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შრომისმოყვარე და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, არ შეუძლია მათი შეწყალება, რადგან მათი ცოლებიდან ზოგიერთს მხოლოდ დაქორწინების მომენტისთვის შეუსრულდა 15 წელი. “მან (ბლეკმორმა) განაცხადა, რომ ვერავითარი სასჯელი ვერ შეუცვლის რელიგიურ შეხედულებებს. არაფერი უღიარებია და არც აპირებს აღიარებას”, _ დასძინა მოსამართლემ.

იუწყებიან, რომ ბლეკმორს 149 შვილი ჰყავს.

ეს მამაკაცები მორმონები არიან და ცოტა ხნის წინათ თავიანთი ეკლესიის ეპისკოპოსები იყვნენ. ცხოვრობენ ბაუნტიფულის დასახლებაში, თემში, რომელიც 1946 წელს არის დაფუძნებული და რომელიც პოლიგამიის მომხრე 1500 ადამიანს აერთიანებს.

მრავალცოლიანობა კანადაში მაქსიმალურად ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება.