COVID-19-ის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1262-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი  12632 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში  3757 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  3847. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია  2249 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

 

“რუსთავი2”