სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გერმანიის პოლიციამ ქალაქ ოფენბახში სამი პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული ქსელის წევრები არიან და გერმანიის ტერიოტრიაზე ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ.
ფრანკფურტის პროკურატურის ცნობით, საუბარია 21-იდან 24 წლამდე ასაკის მამაკაცებზე, რომლებიც ტერაქტისთვის ემზადებოდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და სასროლი იარაღებით. მთავარი ეჭვმიტანილია 24 წლის გერმანიის მოქალაქე, წარმოშობით მაკედონიიდან (სავარაუდოდ, მუსლიმი ალბანელი – “ნიუსფრონტის” შენიშვნა). დანარჩენი ორი დაკავებული 21 და 22 წლის თურქეთის მოქალაქეები არიან.
სამივე დღესვე წარსდგება სასამართლოს წინაშე და აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდებათ. ტერორისტული აქტი რაინის და მაინის შუამდინარეთში იგეგმებოდა.