ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Twitter-ზე ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ტიმ მერტოუმ დაწერა.

 

Tim Murtaugh
@TimMurtaugh
Earlier this evening, the Trump campaign website was defaced and we are working with law enforcement authorities to investigate the source of the attack. There was no exposure to sensitive data because none of it is actually stored on the site. The website has been restored.
2.5K
1.5K people are Tweeting about this

„ამ საღამოს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდი დააზიანეს. ჩვენ სამართალდამცველებთან ერთად ვმუშაობთ და ვეძებთ წყაროს, საიდანაც თავდასხმა მოხდა“, – აღნიშნა ტიმ მერტოუმ.

ამასთან ჰაკერებმა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა ვერ შეძლეს. ამ დროისთვის ვებგვერდი აღდგენილია და მუშაობს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს იმართება.

 

“იმედინიუსი”