პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს დღეს, 28 ოქტომბერს საქმეში ახალ გამოკითხვის ოქმებს გადასცემს. რა ჩვენებები მისცეს მაღალი თანამდებობის პირებმა საქმესთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.
ადვოკატები ბრალდებულებს ციხეში ამ თემაზე სასაუბროდ ხვალ შეხვდებიან.
“მოლოდინი გვქონდა, რომ ბატონი ღარიბაშვილიც უკვე გამოკითხული იქნებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჯერ არ არის ისევ გამოძიების მიერ გამოკითხული, თუმცა არის სხვა ჩვენებები. ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ ქალბატონ ნატალიასთან შესვლას და ამ მტკიცებულებების მასთან ერთად განხილავს. დაცვის მხარეს სამწუხაროდ არ მიეცა შესაძლებლობას გაცნობოდა ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ მტკიცებულებებს, კერძოდ იმ დედნებს, რომლებზეც საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს – ამბობს გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი.
ადვოკატები გამოძიებისგან იმ მტკიცებულებების გადაცემასაც ითხოვენ, რომლებიც პროკურატურამ ექსპერტიზის ბიუროში საკვლევად გაგზავნა.
“ბრალდების მხარე მაქსიმალურად ცდილობს შეაფერხოს დაცვის მხარის მოქმედებები და ამ ბარიერებს რაც შეუძლიათ გვიწესებს. მეორე ის, რომ ექსპერტიზის ბიუროში შესაძლოა გაგზავნილი იყოს ის რუკები და დოკუმენტები, რომლის ნახვის და შეფასების სურვილიც ჩვენც გვაქვს” – თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
https://mtavarivod.mtavari.tv/iframea.php?vid=14915&autoplay=1&muted=0
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.
წყარო: mtavari.tv