“ახალგაზრდებს არ გამოვიყვანთ თვალების დასათხრელად, ჩვენ გავწვებით რუსთაველზე”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილების სურვილი იგრძნობა და ამომრჩეველი კოალიციური მთავრობისთვის მზად არის.

 

პოლიტიკოსი ხელისუფლებას გონივრულ მოქმედებას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია რუსთაველზე ახალგაზრდების გაყვანას და ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ გეგმავს.

„2012 წელს როგორც ყველა, მეც ველოდებოდი და მქონდა იმედი, იმ ადამიანის, რომელსაც მთელი საქართველო ქველმოქმედად იცნობდა. მეგონა ის თავის სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად ქველმოქმედებას გაიმეტებდა. ახლა გულწრფელად ვურჩევ, რომ, აი, თავში არ გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე, შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ, არავინ არ დაგვიჭირდება, არავინ ახალგაზრდებს არ გამოიყვანს გარეთ თვალების დასათხრელად. ხალხი ამას არ აპატიებს, შიმშილია, განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ, ეკონომიკური განვითარება, ხალხი შიმშილობს, პენსიონერები სულს ღაფავენ. ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე; მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად“