ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება

ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან მიმართებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო ვერ ახერხებს საკუთარი სცენარების რეალიზებას – მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა.

„ჯერ რისი თავი აქვთ, რომელი შეიარაღებული ძალები და რომელი შეიარაღება უნდა გამოიყენონ, მაგრამ როდესაც კითხვას სვამ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მისაღებია ადამიანებისთვის სახელმწიფო შენობების დაკავება, შეიარაღებული ძალების გამოყენება, როდესაც ამას ტესტავ, ეს ხომ მეტყველებს შენს დანაშაულებრივ ბუნებაზე. აქ პირდაპირ გამოჩნდა დანაშაულებრივი განზრახვა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აღსრულება არ უწერია. ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ზუსტად ამიტომ რჩებიან ისინი უნიათო რევოლუციონერებად და ასეთებად დარჩებიან მომავალში,“- განაცხადა კობახიძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”