საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა, დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი,. ერთს ამ სამიდან ტერორისტმა თავი მოკვეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ერთ-ერთ ეკლესიასთან ახლოს განხორციელდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის თქმით, ქალაქში პოლიცია ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციას ატარებს, თუმცა, ქალაქ ნიცას მერი აცხადებს, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ისმის კითხვა: ხომ არ არის ეს მკვლელობა, პასუხი შარლი ებდოს გახმაურებულ კარიკატურაზე, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტი და ისლამური სამყარო საკმაოდ გააღზიაიანა?!