აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ქალაქებში დასახლებულ პუნქტებზე სხვადასხვა იარაღის, მათ შორის რაკეტებისა და ბომბების, გამოყენებით თავდასხმებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაჯანმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტზე იერიში „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო სისტემით მიიტანა.
„ამ წუთებში დედაქალაქში, ისევე როგორც ასკერანში, მარტუნისა და მარტაკერში საჰაერო დარტყმების სირენების ხმა ისმის”, – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.