ვიდეო: 2 შვილის ფეხმძიმედ მყოფ დედას ხელბორკილები დაადეს და დააკავეს; მიზეზი: კორონავირუსის მიმართ სპკეპტიკური დამოკიდებულება გახდა

ავსტრალიაში, ფეხმძიმე ქალს, 2 შვილის დედას, დაადეს ხელბორკილები და დააკავეს, ფეისბუქში გავრცელებული გზავნილის გამო, რომელშიც ის ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებით გადამეტებული ზომების მიღებაში ადანაშაულებდა.

ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მის დასაპატიმრებლად მისულ პოლიციელებს ეკამათება. მისი მეუღლე ამ დროს ვიდეოკამერით იღებს მომხდარს. ამ ყველაფერს მათი ბავშვებიც ხედავენ. ქალბატონი მზადაა წაშალოს  ფეისბუქ-გზავნილი, თუმცა პოლიციელები მას ამის საშუალებას არ აძლევენ, ადებენ ბორკილებს და აპატიმრებენ. აგრეთვე, ადგენენ კომპიუტერების და მობილური ტელეფონების ამოღების ოქმს.

ვიქტორიას პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ  შემდგომ ახალგაზრდა ქალი დააპატიმრეს და ბრალი წარუდგინეს.

იხილეთ ვიდეო:

                                                                                      კონსტანტინე ჩიკვილაძე