სიცივის, ქარისა და ყინვის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი უკვე ახლოსაა. სიცივის არასასიამოვნო შეგრძნებას თან ახლავს სეზონური ვირუსებიც, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში მაშინვე ჩვენ წინააღმდეგ იწყებენ-ხოლმე მოქმედებას!
როგორ მოვიქცეთ სეზონური ვირუსებისგან თავის დასაცავად, ზამთარში ორგანიზმის გამოფიტვის პრევენციისთვის და ენერგიის შესანარჩუნებლად? გთავაზობთ ზოგიერთ რეკომენდაციას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:
დაბალანსებული კვება
D ვიტამინი სეზონური რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ ძლიერი იარაღია. სასურველია, ვიკვებოთ ისეთი პროდუქტებით, რომელიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ასეთია ორაგული, კაკალი, ჩიას მარცვლები და სელის თესლი. დაბალანსებული, D ვიტამინით გამდიდრებული საკვები იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგვეხმარება.
სასურველია, შევამციროთ მარილის, გაზიანი სასმელებისა და გადამუშავებული საკვების მიღება. რეკომენდებულია, აქცენტი გავაკეთოთ ცოცხალ საკვებზე – ბოსტნეულსა და ხილზე.
წყლის ბალანსი
საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე აუცილებელია. ზამთარში დეჰიდრატაციის რისკი იზრდება: გარეთ ცივი კლიმატი და სახლში სითბო ორგანოებისა და კანის გამოშრობას იწვევს, რაც მეტაბოლიზმს აფერხებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე და ორგანიზმს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებისთვის შევუწყოთ ხელი.
ფიზიკური აქტივობა
რა არის უჩვეულო იმაში, ზამთრის ყინვასა და ქარში სახლში ყოფნა, ძილი და მოდუნება გვინდოდეს?! მაგრამ სასურველია, მთელი სეზონი ასე არ გავატაროთ. ფიზიკური აქტივობა გამძლეობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ამცირებს სტრესსა და წონაში მომატების შანსს.
რაც უფრო მეტად ხარ ფიზიკურად აქტიური, უფრო ნაკლები შანსია, სეზონური რესპირატორული ინფექცია შეგხვდეს. თუ ვარჯიშს ვერ ვახერხებთ, დღის განმავლობაში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სეირნობა კარგი გამოსავალი იქნებოდა.
დავეხმაროთ ორგანიზმს, აღიდგინოს ენერგეტიკული უნარი
ზამთრის სეზონზე გამოფიტვისა და დეჰიდრატაციისკენ მიდრეკილ ორგანიზმს ენერგიის აღდგენა უჭირს. ბევრი ჩვენგანი სამსახურში სწორედ ამ პერიოდშია დატვირთული. ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებასთან ერთად, შეგვიძლია, ორგანიზმს “მილდრონატის” კურსითაც დავეხმაროთ, რომლის გამოყენების შედეგად, ორგანიზმი დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს იძენს. ამ თვისებების წყალობით, “მილდრონატს” გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისა და ასევე, დიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად იყენებენ.
ამასთან, “მილდრონატი” ფართოდ გამოიყენება გაციების, რესპირატორული ვირუსების შემდეგ ძალების აღსადგენად. ვირუსის დამარცხებიდან 10 დღემდე ადამიანი მაინც გრძნობს სისუსტეს, ადვილად იღლება და ნაკლებადმოტივირებულია. სწორედ ამ პერიოდშია “მილდრონატის” მიღება რეკომენდებული, რადგან ის სწრაფად გვაბრუნებს ჩვეულ რეჟიმში.
წელს, განსაკუთრებით ფრთხილად მოგვიწევს ყოფნა, რადგან სეზონურ ვირუსებთან ერთად, COVID-19-სგანაც უნდა დავიცვათ თავი, ამიტომ იმუნიტეტის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.
წყარო: mkurnali.ge