სნოუდენის ინფორმაციით, დღეს, ცესკო-ში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საიდუმლო შიფროგრამა მოვიდა…

ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში არჩევნების თემასთან დაკავშირებით სევდანარევ, ირონიულ გზავნილს აქვეყნებს:

დღეს, ცესკო-ში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საიდუმლო შიფროგრამა მოვიდა, ნომრით CR20-20U. ეს დოკუმენტი გაშიფრა და გამომიგზავნა ჩემმა სიყრმის მეგობარმა))) ედუარდ სნოუდენმა. ამ დოკუმენტით მაიკლ პომპეო თამარ ჟვანიას ავალებს რომელ პარტიას რამდენი ხმა დაუწეროს. მაშ ასე დავიწყოთ:
1, თეთრები. 550 ხმა. ბატონო თემურ შაშიაშვილო, დასაბამიდან არჩევნებში მონაწილეობ და რისი იმედი გაქვს? თქვენ რომ იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი ბრძანდებოდით და უზრუნველყოფდით მოქკავშირის გამარჯვებას იმერეთის რეგიონში ხომ გახსოვთ აკაკი ჩხეიძის დაფუძნებული ,,აბრეშუმის გზა”? მაშინ ბრინჯს, შაქარს, ზეთს არიგებდით ხალში წინასაარჩევნოდ და სამაგიეროდ ხმას გაძლევდნენ. ახლა ვის რად უნდა თქვენი მეცნიერები?! არ გაქვთ ფული და სახელისუფლებო ბერკეტები და დარჩით სახლში.
2, ევროპული საქართველო 5—8% ოოო ეს პარტია კიდევ მიშაზე ცუდს რომ იტყვის….
3, ბურჯანაძე ერთიანი საქართველო. 0,5%. პოლიტიკური პროსტიტუტკების პარტია. გიგლა ბარამიძეა ცოდვა ამ პარტიაში.
4, ჭიჭინაძე ტრიბუნა. 389 ხმა ამას კიდევ რისი იმედი აქვს? რატომ აქვს წარმოდგენა საკუთარ თავზე იმდენი რომ ქართველი ხალხი მას დაუჭერს მხარს
5. ნაციონალები, 25%. ესენი ამერიკელებს თავაზობენ საქართველოს ოღონდ ,,პოსლეზე”.
6. ,,მომავალი საქართველო”. 69 ხმა. ეს კიდევ პარტია თუა…
7. თამაზ მეჭიაური…. 453 ხმა. მომრავლდა ერთ კაციანი პარტიები. სახელით და გვარებით.
8. პატრიოტთა ალიანსი 3—4% . ამ პარტიაზე ვთქვათ ორი სიტყვა. პრორუსულს რომ აწვებით იმიტომ დაგიწერათ ტრამპუნიამ 4 პროცენტი. პრორუსულები უნდა ჩაძირონ, მაგრამ თქვენ ხართ კი პრორუსულები? გულბაათ რცხილაძე რატომ არ შეიყვანეთ სიაში? თქვენ რომ ანტირუსულ ისტერიას გაკიოდით გულბაათი მაშინ სწორ გზას ადგა. კარგი გულბაათთან არ გაქვთ კავშირები. თემურ ფიფია რატომ არ შეიყვანეთ სიაში? მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვი რომ გულითადად გმასპინძლობთ. აფხაზეთი რომ მოგატარათ არ იცით თემურ ფიფიას პარტიული მეგობრები რომ არიან? იცით, მაგრამ არ ისურვეთ. ვალერი კვარაცხელია მაინც ჩაგესვათ ათეულში. კაცი რუსეთ საქართველოს მეგობრობის თავჯდომარეა. სიცოცხლის დასაწყისიდან ბოლომდე ამ საქმეს ემსახურება. თან თქვენი ტელევიზიით რეკლამირებას გიწევთ. მაინც არა ხო?! სამაგიეროდ ჩასვით ცისანა ჯემალოვნა სეფიაშვილი. რისი დამსახურებით? შევარდნაძე ქვეყანას რომ ანგრევდა და ჯემალი გიხაროდენო რომ გვიმღეროდა იმისთვის? ან ეს ნანა დევდარიანი საიდან მოახვედრეთ სიაში? წაგებულ შევარდნაძეს რომ უპრავებდა არჩევნებს იმიტომ? არ ხართ ჩემი ხმის ღირსი)))
9. გაჩეჩილაძის მწვანეთა პარტია. 190 ხმა. ხედავთ ეს პარტია კიდევ პიროვნების კუთვნილებაა. ამბიცია აქვს კაცს და ფიქრობს ყველა მას მიცემს ხმას და რისთვის ეს კიდევ არ იცის.
10. ლეიბორისტული პარტია. 0.8%. ესეც ბევრია შალვა შენთვის.
11. მშრომელთა სოციალისტური პარტია. 230 ხმა. თამაზ ჯაფოშვილო არ გყავს ოჯახში არავინ?
12. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსათვის. ნული ხმა. ეს კიდევ რა პარტიაა? თავისი დამფუძნებლები არ აძლევენ ხმას
იგივე ითქმის
13. რეფორმებზე
14 . ბეჟან გუნავა ქართული არჩევანი. 113 ხმა. ბეჟანას ამბიცია აქვს იცოცხლეთქვა.
15. ჩვენი გაერთიანებული საქართველო??? . ეს პომპეოს სიაში ვერ მოხვდა
16. ახალი ქრისტიან დემოკრატები.. ესენი ძველ ქრისტიან დემოკრატებს ჯობიან 15 ხმით
17. ოქრუაშვილის გამარჯვებული საქართველო… 560 ხმა. ამასაც გონია რომ ყველა მის პარტიას მიცემს ხმას, მაგრამ რატომ ამას ვერ გეტყვით.
18. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. 783 ხმა. დაბერდა ეს პარტია და კვდება?
19. ——- ეს მკვდრად შობილი პარტიაა. რომლის სახელიც არაფერზე მეტყველებს.
20. ,,საქართველო” დახე სახელი რა დაურქმევიათ. ანტიამერიკანებო ამას რა ხმას დაუწერდა პომპეოს უწყება? ხუთმეტ ხმას???
21. თავისუფალი საქართველო კუკავა და წულაიაო. ვერც ეს პარტია გადაახტება ათასიანის ნიშნულს. ვერ უშველის სახელის და გვარების დაწერა. ვერც ზვიად გამსახურდია რეკლამებში რომ გამოყავენ.
22. საქართველოს ევროატლანტიკური გზა. 27 ხმა. ამ პარტიის დამფუძნებლებს ნამდვილად დიდი გონი ქონიათ. იფიქრეს ყველა წვროატლანტიურს ექაჩება და იქნებ ჩვენც რაღაც გამოგვივიდესო. გადააგდეს ანკესი და 27 ამოყვა მხოლოდ.
23 ახალი ძალა…..??
24 ალიკო ელისაშვილიო??? პომპეოს უწყებამ მაინც ჩვენი ბიჭია არ ეწყინოსო და 679 ხმა გამოუყო
25. თავისუფალი დემოკრატები. 842 ხმა. დრო იყო რას ბობოქრობდნენ. ახალგაზრდად მოკვდნენ საწყლები.
26. ეკა ბესელიაო? 123 ხმა. ამ ქალსაც თავი ლეგენდა რომ გონია და ყველა მას მიცემს ხმას.

27. სტრატეგია აღმაშენებელი. 8-10%. როგორც ღვინოს თავსახური ხალხს ჭირდება სამსახური?. რუსთაველის ქვეყანაში ამხელას რომ გარითმავ არ ეკუთვნის აბა 10%?! ?

28. 29. 30…. არ ჩანს მიკროსკოპში
31. თავისუფლება ზვ. გამსახურდიას გზა. 347 ხმა. ეს მგონი კოკოს პარტიაა, მაგრამ რას იზამ ზვიადისტები ხმას არ აძლევენ.
32 სახალხო პარტია. ეს შევარდნაძიდან მოყოლებული ჩარჩენილია ბიულეტინში.
33—-43 შეეზარა პომპეოს ამდენის წაკითხვა და არცერთი ხმა ამათ არ დაუწერა.
36. გირჩი??? 4-6%. ჯაფარ გული არ გაიტეხო. არ არიან სოლიდარულები ნარკომანები და პრასტიტუტკები თორემ იმდენი დაგროვდა ამ ქვეყანაში 50% შენ უნდა აგეღო.

41. ქართული ოცნება 48% ოჰ მლიქვნელი მქნა რავა შევუძვრებოდი ქოცებს?. იცის ბიძინამ ჯიბეზე ხელის გაკვრა. ჩაიტანს ერთი ორი ჩემოდან ფულს ვაშინგტონსა და ბრიუსელში და როგორც უნდა ისე ააჭიკჭიკებს კორუფციის ჭაობში ჩაფლულ ამერიკის კონგრესმენებს თუ ევროპარლამენტარებს.

44. ქართული იდეა
ლევან ჩაჩუას 298 ხმა მისცეს
45. —– ნული
46. გია ჟორჟოლიანიო? 136 ხმა. არ გეწყინოს გია მეტი ვერ გაიმეტეს?
47. ზვიად ძიძიგურიო? 265 ხმა. რა გინდა ზვიად წადი შეგვეშვი. სამტრედიის რკინიგზა რომ გადაკეტე ხომ იყავი პრეფექტი. მეტე ვიცესპიკერი. მეტს რას ითხოვ?
48. —-54 ეს პარტიები ყველა ერთად აქვს მოხაზული და ათასი ხმა უწერია გოსდეპს. ვინმე სერგო ჯავახაძის ევროატლანტიურ მოძრაობას და ტრადიციონალისტთა კავშირს არ გაუტყდეს
55. ქართული მარში. თვით ტრამპმა ბევრი იფიქრა და ასე დააწერა ფურცელს 0.5—1.5%. ანუ ცსკომ გადაწყვიტოს საბოლოოდ შევა შემოდგომის აზნაური ბრეგაძე და შიხიაშვილი პარლამენტში თუ არაო ამ ორზე მეტი არ აწყობთ.
56 ლელო. მევახშეთა პარტიას 4–6% უწერია.
57.—60 ამათი ბოლომდე ჩაკითხვა შეეზარა პომპეოს. ეს რამდენი პარტია ყოფილაო გადაირია????

აბა შეადარეთ აწი არჩევნების შედეგები და სნოუდენის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ვნახოთ თუ არ მოგვატყუა.

აბა ხალხო ლეგიტიმურობა რომ შეძინოთ პროცესს იაქტიურეთ მიდით არჩევნებზე. ხომ ხედავთ კორონაზე რას არ ამბობენ, მაგრამ შესაძლო არჩევნების კლასტერზე არავინ არ ძრავს სიტყვას. ოღონდ მოდით და შეზღუდვები პოსლეზე დავაწესოთო.

ახლა ვინმე მეტყვის შენი საკადრისი პარტია რავა არ ურევია ამ სამოც პარტიაშიო, მაგრამ რა ვქნა ესენი არცერთი არაა ქვეყნის მხსნელი.
ეფუთში წავიკითხე დაცემულ საქართველოს იმერელი თუ უშველის ვინმეო. ვანგა უფრო აზუსტებს სამტრედიელი კაცი გამოიყვანს ქვეყანას განადგურებიდანო. ლელა კაკულიამ თქვა ეს კაცი შუა აზიაში უნდა იყოს დაბადებულიო??
ვინაა ნეტავი ასეთი? მუცლით მეზღაპრეების და მჩხიბავების თქვენ უფრო გჯერათ და…. ასეა ეს.

ირაკლი დოჭვირი