ვლადიმირ პუტინი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მარტივი ვერ იქნება, ვინაიდან ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„კონფლიქტის მოგვარების გზა სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესების ბალანსის პოვნაზე გადის. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პუტინმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.