გიორგი გახარია – “ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს”

საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს გამოწვევა უაღრესად კრიტიკული და მტკივნეულია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის კრიტიკულ მნიშვნელობას.