სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 13. ოზურგეთში, +23 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +23 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +24 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰარის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +13.
უნალექო დღეს და +24 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს მესტიაში, სადაც +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება. +11 იქნება ღამით.
ჭიათურაში +25 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +13 გრადუსი არის ნავარაუდევი. ასევე უნალექო დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +23 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. +13 გრადუსს და მზიან ამინდს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში +23 გრადუსია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +22 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში +16 გრადუსი და უნალექო დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი არის ნავარაუდევი.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+25 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +24 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.