აშშ–ს განზრახული ჰქონდა, სევასტოპოლში განელაგებინა სამხედრო ხომალდები, რომლებიც “ტომაჰავკის” ტიპის რაკეტებით იქნებოდა აღჭურვილი.
ამ რაკეტებით საშუალება ექნებოდათ, რუსეთის ტერიტორია დაებომბათ ციმბირამდე, მაგრამ ყირიმის შეერთებით რუსეთის ფედერაციამ ამერიკელთა გეგმები ჩაშალა, _ განაცხადა ისრაელელმა ანალიტიკოსმა იაკობ კედმიმ.
ექსპერტის თქმით, უკრაინაში აშშ-ის ავანტიურა _ სახელმწიფო გადატრიალება _ გათვლილი იყო არა იდეალისტური (დემოკრატიის დაცვა), არამედ პრაქტიკული მიზნებისთვის: განელაგებინათ ამერიკული სამხედრო ხომალდები ყირიმში, ბაზა კი იქნებოდა სევასტოპოლში. იქიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს შესაძლებლობა ექნებოდათ, “ტომაჰავკის” ფრთოსანი რაკეტებით დაებომბათ რუსეთის ტერიტორია ომსკამდე. სწორედ ამ რაკეტებზე დებდა ფსონს ვაშინგტონი, როდესაც ცდილობდა, გვერდი აევლო სსრკ-სა და აშშ-ს შორის შეთანხმებისთვის საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, რადგან ეს შეთანხმება ეხება მხოლოდ სახმელეთო და არა საზღვაო რაკეტებს.
“მაგრამ რუსეთსაც შეუძლია მანძილის გათვლა, ამიტომ ყველაფერი, დაკავშირებული ყირიმთან, სევასტოპოლთან იყო შავი ზღვის პრობლემა _ ვისი ბაზა იქნებოდა სევასტოპოლში: რუსეთის ფლოტის თუ ამერიკის. იქ ამერიკული ფლოტის განლაგება რუსეთისთვის თითქმის სიკვდილის განაჩენი იქნებოდა”, _ განაცხადა კედმიმ ინტერნეტარხის ITON TV-ის ეთერში, თუმცა ყირიმით არ ამოწურულა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სარაკეტო გეგმის ფიასკო.
რუსეთის ფედერაციისვის ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებიდან მოკლე ხანში მოსკოვმა მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზა შექმნა სირიის ქალაქ ტარტუსში. რუსეთის სამხედრო ესკადრის ყოფნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ანეიტრალებს აშშ-ის ფლოტის შესაძლებლობებს, დაბომბოს რფ-ის ტერიტორია მოცემული რეგიონიდან, აგრეთვე, აიძულებს მას, დაიხიოს უკან, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში. “მანძილი აშშ-ის სამხედრო ხომალდებსა და რუსეთში მათ სამიზნეებს შორის მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, შემცირდა მათი განადგურების ან დაზიანების შესაძლებლობები. ამას გარდა, რუსეთმა შეიმუშავა იარაღის ახალი სახეობები ამერიკის ფლოტის წინააღმდეგ”, _ აღნიშნა კედმიმ.
უფრო ადრე ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს შეუძლია მანამდე დაარტყას აშშ-ს, უკვე გაშვებული ამერიკული რაკეტები სანამ მიაღწევენ რუსეთის ტერიტორიას. კედმის აზრით, სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როდესაც ლაპარაკობდა შურისძიებაზე პოტენციური ატომური აგრესორის მიმართ.