მერაბ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
საფრანგეთში გლოვაა გამოცხადებულ და დაძაბული ვითარებაა.შეიძლება ვიღაცამ მითხრას,რა ში გადარდებს საფრანგეთის პერიპეტიები, ჩვენი თავი გვაქვს მისახედი,ქვეყანა თავზე გვექცევაო და ერთი შეხედვით მართალი იქნება,მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით და დავწერ ახლა რატომ. 30 წელია უშედეგოდ დავდევთ რაღაც ხილულსაც და უხილავსაც ევროკავშირის სახით, და იქ ვეძებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შვებას,იმაზე კი აღარ ვფიქრობთ თუ რა დღეშია დღეს ეს ალიანსი და თუ სიკეთეთ მივიჩნევთ იქ გაერთიანებას,იმაზეც უნდა ვფიქრობდეთ,რა ბოროტებამაც შეიძლება აქ შემოაღწიოს საჩვენოში.თუ ვინმეს მეხსიერება ღალატობს,მე კარგად მახსოვს ის კი არა,რაც გუშინ მოხდა,არამედ ისიც,ნიცას რივიერაზე დიდი სატვირთო ფურით რომ შევარდა ისლამისტი ტერორისტი დამსვენებლებში და რამოდენიმე ათეული ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თავდასხმა ,,შარლ ებდოს”რედაქციაზე, რამაც ასევე მსხვერპლი გამოიწვია. ზოგი იტყვის, მუჰამედ წინასწარმეტყველზე კარიკატურებს რატომ ავრცელებდაო და შეიძლება გარკვეულწილად დაეთანხმოს კაცი კიდეც,მაგრამ ეს ერთი შეხედვით,და გეტყვით რატომ.ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს ფრანგი კარიკატურისტი ჟან ეფელის კარიკატურები ბიბლიურ თემებზე,გაშარჟებული ჰყავდა ასევე რომის პაპი,კარდინალები,ფრანგი მეფეები. ეს ზოგადად ფრანგულ ხასიათშია ყველაფრისათვის იუმორის თვალით შეხედვა, ასე იყო,არის და იქნება,სანამ ერთი ფრანგიც კი იარსებებს ამქვეყნად. ყველამ კარგად ვიცით,რომ საფრანგეთის მოსახლეობის სოლიდური ნაწილი ისლამის მიმდევარია,რომელიც ათწლეულებია ინტეგრირებული ფრანგ მოსახლეობასთან და ასე თუ ისე ახერხებს თანაცხოვრებას,იმათზე არ ვსაუბრობ,აი რაც შეეხევა ევროპის წამყვან ქვეყნებს გლობალისტებმა ვალდებულებები დააკისრეს ცხელი წერტილებიდან და ღარიბი ქვეყნებიდან გამოქცეული ხალხის მასიურ მიღებაზე,ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკიდან აყრილებს ვგულისხმობ, და მუქკანიან აფრიკელებს,ამასთან მათთვის სასათბურე პირობების შექმნას,უდიდესი დანაშაულია კაციბრიობის მიმართ. მატულობს ძალადობა ამის გამო,მიგრანტების უმეტესობას მუშაობა არ სურს,ძარცვა-გლეჯასა და ათას მამაძაღლობაზეა გადასული.
რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან? გიპასუხებთ.. სადმე ცხელი წერტილებში მორიგი საომარი მოქმედებებისას, რაც არ კლებულობს საუბედუროდ, ჩვენც დაგვავალდებულებენ მათ მიღებას, რაც კაცმა არ იცის რას მოგვიტანს.. აქაურ მუსლიმებთან პრობლემები ასე თუ ისე არ გვაქვს, აზერბაიჯანელებს და აჭარლების ნაწილს ვგულისხმობ, მაგრამ აქ მიღებულს შუნლზე არ ეწერება რადიკალური ისლამისტია თუ მართლმორწმუნე მუსულმანი. შემწყნარებლობას და ტოლერანტობას რომ მოგვთხოვს დასავლელი ბატონი მათ მიმართ,რა უნდა ვქნათ?ერთი წამითაც არ მინდა იმის წარმოდგენა,რომ ვიღაც ერაყელს ან ტუნისელს არ მოეწონოს ალილოზე გამოსული მსვლელობა და მანქანით შევარდეს ხალხში, ან აღდგომის ღამისთევაზე მყოფ ხალხს გაუხსნას ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, რაც არც თუ შორეულ პერსპქტივად მესახება,თუ ასეთი საგარეო პოლიტიკა გვექნა. მაინცა და მაინც კარგი მომავალი რომ არ გველიდება ამისთანა პირობებში, ცხადზე ცხადია რომაა,ამას წყალი არ გაუვა.. როგორ მოვიქცეთ?