რატომ ებრძვიან სტალინს? ის, ახლაც, გარდაცვალების შემდეგ, შიშის ზარს სცემს მათ!

«ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში» (მათე, 13,57).

 

სამოცდაშვიდი წელი გავიდა მშრომელი ხალხის დიდი ქომაგისა და მოამაგის, ხალხთა კეთილდღეობისთვის უდიდესი მებრძოლის _ ი. ბ. სტალინის გარდაცვალებიდან. მიუხედავად ასეთი დიდი დროის გასვლისა, გარკვეული ძალები ისე განაგრძობენ ბრძოლას მის წინააღმდეგ, თითქოს სტალინი ცოცხალია და მათ თავდაუზოგავად ებრძვის. ძალები, რომლებიც სტალინის წინააღმდეგ ილაშქრებენ და «ჯვარზე აკრავენ» მას, მასონურ–სიონისტურ წრეს მიეკუთვნებიან. თავისი მოღვაწეობის წლებში სტალინმა ამ ძალებს უდიდესი დარტყმა მიაყენა; ახლაც, გარდაცვალების შემდეგ, შიშის ზარს სცემს მათ. ეს ძალები კი, პირადი კეთილდღეობის გარდა, არ ცნობენ სხვა ღირებულებებს და ყოველგვარი ხერხით ესწრაფვიან შავბნელი გეგმების განხორციელებას. ამ ძალებს მთავარ მოწინააღმდეგედ სოციალური სამართლიანობის იდეა და ამ იდეის მიღწევის გზების მოძღვრების არსებობა მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე სტალინი და ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოება არის. მათ მახვილი, უპირველესად, სტალინის წინააღმდეგ აღმართეს და ახლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იწყებენ, მათი აზრით, გადამწყვეტ ბრძოლას.

ი. ბ. სტალინის სიცოცხლეში სტალინიზმზე არ ლაპარაკობდნენ, ხოლო როცა მისი გახმიანება დააპირეს, სტალინმა კატეგორიულად უარყო სტალინიზმის არსებობა და განაცხადა: არსებობს მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმი. მაგრამ ისტორიამ კორექტივი შეიტანა ამ საკითხში და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტალინური სოციალიზმი _ ესაა სტალინიზმის პრაქტიკულად განხორციელება _ კაცობრიობის განვითარების, საყოველთაო მშვიდობისა და ქვეყნებს შორის ძმობა-მეგობრობის დამკვიდრების, მარქსიზმ-ლენინიზმის მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ სარწმუნოებასთან თანაცხოვრების გზა.

ახლა მოდადაა ქცეული სოციალიზმის გათანაბრება მასონურ-სიონისტურ მოძრაობასთან.

ადამიანთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკური სახელმწიფო სისტემა სტალინმა დამოუკიდებლად მოიფიქრა და გააკეთა, არ გამოუყენებია მარქსიზმი. ზოგს ამით სურს, სტალინის გენიალურობა აჩვენოს, ზოგს უნდა სტალინის მიერ აშენებული სოციალიზმი ანტიმარქსისტულ, ანტიადამიანურ მოდელად აჩვენოს და სტალინის დისკრედიტაცია მოახდინოს _ დახატოს ის პარანოიკად, ველური ბუნების მქონე კაცად, რომელმაც უამრავი ადამიანი, პირადი ამბიციების გამო, კაცობრიობისთვის მიუღებელი ეკონომიკური სისტემის ქვეყნის აშენებისთვის გაჟლიტა. 1956 წელს ნ. ხრუშჩოვმა, პირწავარდნილმა ავანტიურისტმა და მოსულელო ელემენტმა, XX ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტზე მოხსენების გაკეთების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მარშალს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კ. როკოსოვსკის სთხოვა, სტალინზე რაც შეიძლება მწვავე და მკვახე წერილი დაეწერა. ამაზე როკოსოვსკიმ უპასუხა: «ნიკიტა სერგის ძევ, ამხანაგი სტალინი ჩემთვის წმინდანია» (ბორის სოლოვიოვი, ვლადიმერ სუხოდუევი, «უმაღლესი მთავარსარდალი _ სტალინი», 2002 წ., გვ. 182.).

სტალინის გენიალურობა მდგომარეობს მასში, რომ მან ღრმად შეისწავლა სოციალურად სამართლიანი ქვეყნის მშენებლობის თეორია, ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების საკითხი და პრაქტიკულად უზრუნველყო მშრომელი მასების ინტერესების გამომხატველი სახელმწიფოს აშენება.

როცა მარქსიზმზე, სოციალიზმის მშენებლობის თეორიაზე ვლაპარაკობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მარქსამდე არ ხდებოდა სოციალურად სამართლიანი ქვეყნის აშენების მოდელის ძებნა, თუმცა მარქსამდელი სოციალიზმი უტოპიად ითვლებოდა. მარქსმა და ენგელსმა კაცობრიობას უჩვენეს სოციალიზმის აშენების რევოლუციური, მეცნიერული, კლასობრივი ბრძოლის გამოცდილებით განზოგადებული გზა. დაამტკიცეს, რომ კაპიტალიზმი თვით ქმნის თავის მესაფლავე კლასს _ პროლეტარიატს (მუშათა კლასს); გვიჩვენებს, რომ მუშები კლასობრივ ბრძოლაში დაამარცხებენ ბურჟუაზიას და ააგებენ სამართლიანობის დამამკვიდრებელ სახელმწიფოს.

მარქსის ეს წინასწარმეტყველება გაითვალისწინეს მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალმა ძალებმა და შექმნეს ე.წ. პოსტინდუსტრიული ქვეყნები, რაც ნიშნავს დედაქალაქებსა და დიდ ქალაქებში მუშათა კლასის მოსპობას. ისინი ასე ფიქრობენ წინააღმდეგობის ძალთა გაქრობას…

მარქსი და ენგელსი ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების საკითხს ვერ წინასწარმეტყველებდნენ, ლენინმა და სტალინმა კი ეს შესაძლებლად ჩათვალეს. ახალი სახელმწიფოს მშენებლობის მთელი სიმძიმე სტალინს დააწვა. გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ სტალინს მარქსისა და ლენინის თეორიული შრომების გარეშე შეეძლო სოციალისტური სახელმწიფოს აშენება. «რომ აშენო, უნდა იცოდე, რომ იცოდე, უნდა ისწავლო», _ ამბობდა სტალინი. მან ისწავლა, თუ როგორ აეშენებინა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო, თავის მხრივ განავრცო ეს მოძღვრება ისე, რომ ჩამოაცილა მასონურ-სიონისტური იდეების მატარებელი კოსმოპოლიტური იდეოლოგია _ კოსმოპოლიტიზმი.

რუსეთში სოციალისტური რევოლუციის შედეგად მასონ–სიონისტებს, ტროცკის ხელმძღვანელობით, გათვალისწინებული ჰქონდათ რუსებისთვის რუსეთის წართმევა (ახლა ქართველებს საქართველოს ართმევენ!), მაგრამ სტალინმა ეს გეგმა ჩაშალა. მან სოციალიზმის მშენებლობის კოსმოპოლიტური იდეოლოგია ტროცკთან ერთად სანაგვეზე მოისროლა, უზრუნველყო ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვება, დაამარცხა ფაშიზმი, შექმნა ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური სახელმწიფო.

აი, ამას ვერ პატიობენ სტალინს გლობალისტებად გადანათლული კოსმოპოლიტები _ მასონ-სიონისტები!

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა სტალინთან საუბარში დაახლოებით ასე თქვა: თქვენ მართლა კარგ ქვეყანას, ანგელოზების ქვეყანას, აშენებთ, მაგრამ ადამიანები ანგელოზები გახდებიან?

დიახ, მართალია, სტალინი აშენებდა რწმენაზე, მართლმადიდებლური რელიგიის მრავალ პოსტულატზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრება სამოთხედ ადამიანთა თავდადებული შრომით იქცეოდა, რომელშიც შრომა ყველა შრომისუნარიანი ადამიანისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა.

მასონ-სიონისტებსაც (თანამედროვე ამერიკული გლობალიზმის მომხრეებს) სურთ სოციალიზმის აშენება, მაგრამ მათი სოციალიზმი ძველი არისტოკრატიისა და სამეფო გვართა, ლორდებისა და გრაფების, ბანკირებისა და ოლიგარქების მსოფლიო-პოლიციურ სახელმწიფოში აშენებული სოციალიზმი იქნება, და სოციალიზმის სიკეთით ზემოთჩამოთვლილთა ოჯახები ისარგებლებენ, ხოლო «ოქროს მილიარდად» ქცეულ მსოფლიოში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი გახდება მომსახურე პერსონალი და პირუტყვთან გათანაბრებული ადამიანთა ჯგუფი.

სტალინური სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა შექმნილი ყბადაღებული «დალესის დოქტრინა». ეს ანტიადამიანური გეგმა კომუნისტების მონაჭორი ეგონათ, მაგრამ დღეს სახეზე გვაქვს ამ გეგმის განხორციელების მცდელობა. იგი ზედმიწევნით ხორციელდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

1917 წლის თებერვალში მასონ-სიონისტების რუსეთის განადგურების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, როცა ალექსანდრ კერენსკიმ (იგივე კირბის ადლერი), კრახი განიცადა, ასპარეზზე ლევ ტროცკი (ლეიბა ბრონშტეინი) გამოიყვანეს. მას მიზნად დაუსახეს: რუსეთის დაცლა რუსებისგან, მართლმადიდებლური რელიგიის, კულტურის, მეცნიერების, ინტელიგენციის განადგურება; რუსეთის გადაქცევა ნედლეულისა და იაფი მუშახელის მოპოვების წყაროდ. დავალების შესრულების მიზნით, იგი ბოლშევიკურ კომპარტიაში ჩანერგეს 1917 წლის აგვისტოში. ლენინის მეშვეობით ტროცკი ძალაუფლების ხელში აღებას იოლად ფიქრობდა, მაგრამ ვერ შეძლო _ სტალინი გადაულახავ ბარიერად აღუდგა წინ. ტროცკის ბოლშევიკური პარტიის წევრობა არამარტო ძალაუფლების ასაღებად, არამედ ჭეშმარიტ ბოლშევიკ კომუნისტთა გასანადგურებლად, ბოლშევიკური პარტიისა და მეცნიერული სოციალიზმის დისკრედიტაციისთვის სჭირდებოდა. იგი იმ ჯგუფისა და კლასის ინტერესებს ითავისებდა, რომლის წიაღიდანაც იყო გამოსული.

1918 წელს კურსკში, პარტიული აქტივის წინაშე გამოსვლისას, ტროცკი ამბობდა: «თუ დღევანდელ დრომდე ჩვენ მიერ განადგურებულია ასეული და ათასეული, ახლა დადგა დრო შევქმნათ ორგანიზაცია, აპარატი, რომელიც შეძლებს ათეულ ათასების განადგურებას».

ხალხის განადგურების ტროცკისტული გეგმა 1937 წლამდე წარმატებით ხორციელდებოდა იმ პირთა მიერ, რომლებიც ტროცკიმ სახელმწიფო აპარატში ჩანერგა მისი ზეობის პერიოდში. სტალინმა ტროცკისტული «წითელი ტერორის» შეჩერება 1937-1938 წ.წ. შეძლო, მაგრამ ტროცკისტთა ავმა საქმეებმა ადამიანთა გარკვეულ ნაწილში ბოლშევიკების დისკრედიტაცია მოახდინა.

თანამედროვე გლობალისტები სტალინს ვერ პატიობენ ტროცკისტული ხროვის მარცხს, ვერ პატიობენ მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის აღზევებისათვის საქმიანობას. 1919 წელს ტროცკიმ და მისმა ბანდამ 300 ათასზე მეტი მართლმადიდებელი ღვთის მსახური გაანადგურა, რის შესახებაც ტროცკი და რაკოვსკი კიევ–პეჩორის ლავრაში ტრაბახობდნენ. იუდაიზმის მიმდევრებმა, რომლებითაც სავსე იყო ჯერ რუსეთის საბჭოთა მთავრობა და შემდეგ სსრკ, ლენინის მხარდაჭერით ყველაფერი გააკეთეს, რათა მაქსიმალურად გაენადგურებინათ ქრისტიანულ–მართლმადიდებლური სარწმუნოების მსახურები. 1919 წ. 1 მაისის ბრძანებულებით, რომელიც გაეგზავნა სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ძერჟინსკის, ხელს აწერდნენ ცაკ–ის თავმჯდომარე კალინინი და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ლენინი. ბრძანებაში ეწერა: «ისინი (მღვდლები. _ ვ. მ.) ყველგან უმოწყალოდ უნდა იყვნენ დახვრეტილი და რაც შეიძლება მეტი ეკლესია უნდა დაექვემდებაროს დაკეტვას. ტაძრები დალუქული და საწყობებად გამოყენებული უნდა იქნეს».

მართლმადიდებლური სასულიეროგანათლებამიღებული სტალინი გულგრილი არ იყო ეკლესიის დევნისადმი. იგი კომპარტიის გენერალური მდივანი 1922 წელს გახდა. აქედან დაიწყო მან ტროცკისტებისთვის ლაგამის ამოდება და მორწმუნეთა დაცვა.

1923 წელს სტალინმა ორგბიუროს სახელით (პოლიტბიუროში ზინოვიევი და კამენევი ბატონობდნენ) ცირკულარი დააგზავნა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უწყებებში და მკაცრად მოითხოვა მორწმუნეებისადმი პატივისცემით მოპყრობა. 1924 წლის იანვარში ლენინი გარდაიცვალა. იმავე წლის აპრილში სტალინმა დაგმო ე.წ. ანტირელიგიური პროპაგანდის ხულიგნური გამოხდომები და განაცხადა, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას. 1924 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის პარტუჯრედების მდივნების თათბირზე ასევე მკაცრად დაიცვა მორწმუნეთა ინტერესები. 1939 წლის 11 ნოემბერს, პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა გააუქმა 1919 წლის 1 მაისის ლენინის ხელმოწერილი ბრძანებულება #13666-2 «მღვდლებისა და რელიგიასთან ბრძოლის შესახებ», რომლის შესრულება ძერჟინსკის ევალებოდა და მიიღო დადგენილება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ამბობდა: «შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ჩაატაროს ბრალდებულთა და დაპატიმრებულთა საქმეების რევიზია, რომელიც ღვთისმსახურებას უკავშირდება. განთავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც ამ მოტივით იყვნენ დაპატიმრებულნი, თუკი მათ ქმედებას საბჭოთა ხელისუფლებისთვის ზიანი არ მოუტანია».

სტალინმა იცოდა, რომ ადამიანი რწმენის გარეშე სასიკეთო საქმეებს ვერ გააკეთებდა, რომ რწმენა იყო საზოგადოების მამოძრავებელი ძალა…

სტალინი ხალხთა მეხსიერებაში ფესვგადგმულია, როგორც ფაშიზმის უღლისაგან კაცობრიობის გადამრჩენი. «მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობითა და ახლო ურთიერთობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც მარტო რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს გადაუარა», _ ამბობდა უინსტონ ჩერჩილი სტალინზე მეორე მსოფლიო ომის დროს.

სტალინი და მის სახელთან დაკავშირებული ეპოქა მასონ-სიონისტებმა ცნობიერების მასობრივი დამახინჯების მიზნით აირჩიეს, რათა ხალხებს თავის გადარჩენის ბრძოლის უნარი წაართვან, შთაუნერგონ აზრი, რომ ხალხთა უბედურების მომტანი სტალინი და სტალინიზმია, მის მიერ შექმნილი სახელმწიფო კაცობრიობისთვის არა ბედნიერების, არამედ უბედურების მომტანი იყო. საბჭოთა კავშირი ტროცკის გზით რომ წასულიყო, ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე არ იქნებოდა არც ერთი ეროვნული სახელმწიფო. ტოპონიმური სახელები, ალბათ, შემორჩებოდა, მაგრამ მოხდებოდა ერების კვდომა, რომლისკენაც ახლა მიისწრაფვიან მსოფლიო ბატონობისაკენ მავალი «ბნელი ძალები». მათ საცდელ პოლიგონად საქართველოს გამყიდველმა სააკაშვილმა ჩვენი სამშობლო აქცია; ისინი აქ ხვეწენ მომავალი მსოფლიოს სახელმწიფოებრივი მართვის სისტემის მექანიზმებს.

სოციალური უსამართლობის ამ გლობალურ ეპოქაში, მიუხედავად განუწყვეტელი თავდასხმისა, სტალინის სახეს ხალხთა მეხსიერებიდან ვერ შლიან. მისი სიდიადე უფრო და უფრო იკვეთება, იგი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ხალხთა ცხოვრების უკეთესად მოწყობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება. მისი დრო _ ესაა თავდაუზოგავი შრომისა და თავმდაბლობის დრო, დრო, რომელიც ადამიანთა მეხსიერებაში ღრმადაა ჩაბეჭდილი და რომლის ამოშლას ასე ცდილობენ «ოქროს მილიარდისკენ» მავალი ბოროტი ძალები.

დავასრულებ შარლ დე გოლის სიტყვებით: «სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა არა მხოლოდ რუსეთში! მას შეეძლო მოეშინაურებინა თავისი მტერი, პანიკაში არ ჩავარდნილიყო დამარცხებისას და თვითკმაყოფილებას არ მისცემოდა გამარჯვებისას!»

ვილჰელმ მახარაძე, საქართველოს სახალხო–პატრიოტული კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, გაზეთ «კომუნისტის» რედაქტორი