ავარია დადიანზე. დაღუპულია ორი ადამიანი

თბილისში, დადიანის გამზირზე  ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შუა ხნის ქალი და მამაკაცი .

ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.