“დებილი ქოცები მართავენ რაღაც ღლეობას სტადიონზე და ფრიად პატივცემული გვამები იქნებიან იქ”

გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“დიდი ამბებია” ახლა ჩვენთან, დიდუბეში. გავიარე მუშტაიდისკენ მიმავალ “შარდის გზაზე”, სადაც შოფრები ფსამენ ხოლმე გამალებით და იქ ნამდვილად ნიღბის გაკეთება ღირს. გავსებულია ქუჩა პატრულის მანქანებით და არის ერთი ალიაქოთი – ურეკავენ შარდის გზაზე (ოდესღაც ლაზათიანი და სუფთა მაიაკოვსკის ქუჩა) გაჩერებული მანქანების მფლობელებს, წაიყვანეთ მანქანებიო. ვისაც ვერ უკავშირდებოდნენ, მათი მანქანები ევაკუატორით გადაათრიეს – “ცაბაძის ქუჩაზე დააგდე, ემზარ” – პირდაპირ ასე. ვეკითხები პოლიციელს, რა ხდება. – არაფერი ისეთიო, ხვალ კონცერტია სტადიონზეო. :დ
დედუქტიური აზროვნებით ვასკვნი, რომ ხვალ დებილი ქოცები მართავენ რაღაც ღლეობას სტადიონზე და ფრიად პატივცემული გვამები იქნებიან იქ. ასეა, ფეხბურთზე კორონავირუსი დაგეტაკებათ, ქოცებთან კი ვირუსიც უძლურია- პრემიერი გვახარია “მართავს” ვირუსს.
ამ დროს 14-სართულიანი სახლის ეზოში აჩერედნოი ჩეპე აქვს წყლის ტრუბას – გამალებით თხრიან მიწას “ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს ენდ ფაქიუ”ს მუშები – ნაბოზარი ნაცების და აფერისტი ქოცების მიერ სრულად “რეაბილიტირებულ” დანატოვარს…