საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
განცხადება ელჩმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი ხმა“, – წერს კლეიტონი.