რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, თუ ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს

რუსეთი ერევანს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს, თუ ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამ ხელშეკრულების მთელი რიგი მუხლები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის ან აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათის, სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ფაშინიანი პუტინს „დაუყოვნებლივი კონსულტაციების“ გამართვას სთხოვდა იმ დახმარების ტიპისა და მოცულობის შესახებ, რომელიც, შესაძლოა რუსეთმა სომხეთს აღმოუჩინოს 1997 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.