„ჩვენ ვართ ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, ასე რომ რამდენიმე საათი გვაქვს დარჩენილი საბოლოო გამარჯვებამდე” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა მივიდეთ არჩევნებზე.
„მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა და საღამოს უკვე ერთად აღვნიშნოთ რუსთაველის გამზირზე გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილება“,- აცხადებს უდუმაშვილი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
წყარო: ptn.ge