გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება არის შეცდომა

როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება, გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება არის შეცდომა,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარებიდან 24 საათში, ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არჩევნების შედეგებს – აღმოჩნდა სრულიად მარტო, რადგან ხალხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აღიარებენ.

„არჩევნების ჩატარებიდან 24 საათში, ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არჩევნების შედეგებს – აღმოჩნდა სრულიად მარტო, რადგან ხალხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ ხელისუფლებამ საელჩოს სახით, ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყურადრებით ეკიდება და ითვალისწინებს პარტნიორების შენიშვნებს და რეკომენდაციებს და ამისათვის, თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ახალ პარლამენტში.

 

“იმედინიუსი”