თურქეთში, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიწისძვრას 1 120 ძლიერი ბიძგი მოჰყვა, 43 მათგანი კი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო. სტიქიის შედეგად 962 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 743 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, 219 კი ამ დრომდე მკურნალობს.
თურქული მედია წერს, რომ მიწისძვრიდან 58 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის და 14 წლის გოგონები გამოიყვანეს. საერთო ჯამში, თურქმა მაშველებმა ნანგრევებში 105 ადამიანი გადაარჩინეს.