„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ეროვნული ძალების წინააღმდეგ გააყალბა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პერმანენტული აქციებს აანონსებს, რომელიც 2 ნოემბრიდან მასშტაბურად გაიმართება მთელ საქართველოში.
„ბიძინა არის ქართველი სოროსი!!! იმიტომ, რომ ისეთივე მტერია ქართულის!!! მან გადაწყვიტა, პოლიტიკურ ველზე, მთელ სივრცეში გაანადგუროს ეროვნული ძალები!“ – აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი