მსოფლიოში დიდი ომი მიმდინარეობს, პლანეტარული მასშტაბის სცენარები თამაშდება, მოდის დიდი საფრთხე, რომელსაც ცბიერად თავს მოგვახვევენ

ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

 

ახალი კვლევა! ამერიკულმა Democracy Institute და ბრიტანულმა Sunday Experss-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ამ კვლევის მიხედვით, ტრამპი საერთო სახალხო ხმებით წინ არის 1%-ით (2016 წელს წააგო 2,1%), ხოლო “საბრძოლო” შტატებში წინ არის 4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კოლეჯში (სულ 538 ხმა) მიიღებს 326 ხმას 212-ის წინააღმდეგ (2016 წელს მიიღო 304 ხმა).

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ბაიდენი კორუმპირებული პოლიტიკოსია, ხოლო 54% მიიჩნევს, რომ ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა.

ირიბი და საკონტროლო შეკითხევბით დგინდება, რომ “გადაუწყვეტელ” ამომრჩეველში დიდია ტრამპის მომხრეთა რიცხვი ანუ ვინც “მალავს” თავის გადაწყვეტილებას ხმა მისცეს ტრამპს.

მსოფლიოში დიდი ომი მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენ არ გვაჩვენებენ. პლანეტარული მასშტაბის სცენარები თამაშდება. მოდის დიდი საფრთხე, რომელსაც ცბიერად თავს მოგვახვევენ. ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ამერიკას შეუძლია.

ხვალ ამერიკაში არჩევნებია. წარმატებები დონალდ ტრამპს!