მიაწვდინეთ ბიძინას ეს წერილი, რომ გაიგებს ჩემი დაწერილია წაიკითხავს არ დაუმალოთ

გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

გრიგორიჩ!
რასაც გწერ არც ნიშნისმოგებით გწერ,არც ქილიკით უბრალოდ შენი სიჯიუტით ნუ წაიკითხავ ცუდი თვისება გაქვს სიჯიუტე და ჭორების მოსმენა!
ამის მოწერა იმიტომ არ მინდა არიქა ეხლა მაინც დამინახოს როცა ძალიან უჭირს თქო არადა მართლა გიჭირს მატი გაქვს რამოდენიმე სვლაში!
ეს ყველაფერი გამოიწვია იმან რომ სტაფი გყავს გენიალური ,,ფსიქოლოგები”(ვაზელინისტები აღარ დავწერე) რომელთაც ზედმიწევნით კარგად იციან შენი ყველა გასაღები დაწყებული ვიოლინოს გასაღებიდან დამთავრებული შენი შინაგანი კლიტეთი!
ამათი დალაგებული არჩევნები კი ნახე რას გპირდებოდნენ და რა რეზულტატი დაგიდეს!
არა მგონია ისეთი უნიჭო იყო,რომ ეს რეზულტატი გცოდნოდა და ამ თამაშში გაყოლოდი მაგ მოროზოველებს და კომკავშირელებს!
მოკლედ შენი საქმე შენ უფრო იცი, საშველი ხალხშია მაგრამ მე არ ვიცი რითი დააჯერებ ამდენჯერ გადაგდებულ ხალხს!
არადა არ ყოფილა ეს ხალხი მარტო ხორცის მასა ხო?
შენი სიჯიუტით სადამდე მიხვედი ხედავ? ყველასთვის საფიცარი ადამიანი ამხელა პროცენტებით, უმეტესობის საგინებელი გახდი და 40%-ს იხვეწები!
აღარავის უნდა შენთან პარლამენტში შემოსვლა!
ამას მე დავარქმევდი ,,სიჯიუტის კრახს”
ძალიანაც შეიძლება არა მსიამოვნებდეს ისეთები იყეფებიან დღეს, მაგრამ შენ შენი ყველა ტყვია ჰაერში ისროლე!
ისევ ხალხი თუ გიშველის ამათ ფონზე რასაც არასასურველი ოპოზიცია ჰქვია იმ ღირსეულ ხალხზე გეუბნები რომელიც შენი თავკაცობის პერიოდში მიყრილი გყავდა და დღესაც ღირსეულების სახელით არიან!
შენ პირადად უნდა დაარწმუნო ხალხი, თუ მოგენდო არ ვიცი, დანარჩენ ყველა შემთხვევაში მატი გაქვს!
ოცნების წევრებს!
მიაწვდინეთ ბიძინას ეს წერილი,რომ გაიგებს ჩემი დაწერილია წაიკითხავს არ დაუმალოთ?