ისლამისტური ტერორისტული აქტი საფრანგეთის მერე ახლა უკვე ავსტრიის დედაქალაქში

პოლიციის ინფორმაცით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა – რამდენიმე ადგილზე.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანია დაჭრილი და სავრაუდოდ, არიან გარდაცვლილებიც. ამავე ინფორმაციით, ექვსივე ადგილი იმ ქუჩის სიახლოვესაა, სადაც სინაგოგა მდებარეობს. ადგილი ჰქონდა სროლებს, ასევე აფეთქებას, რომელიც ტერორისტებმა გამოიწვიეს.

თავდასხმა ქვეყნის შს მინისტრმა ოფიციალურად შეაფასა, როგორც ტერორისტულ აქტი.  ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია იქნა წამოწყებული. არსებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

თუმცა, როგორც ირკვევა, რამდენიმე თავმდამსხმელი მიიმალა და ახლა მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა,  ტერორისტების ნაწილმა მარიაჰილფერშტრასეზე მდებარე იაპონურ რესტორან “აკაკიკო”-ში მძევლები აიყვანა.

ამ მომენტისთვის, ვენაში დაღუპულია შვიდი ადამიანი.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, რომ ტერაქტს ისლამისტური სარჩული უდევს, თუმცა ჩვენი სააგენტოს ინფორმაციით, ეს მოცემულობაა და მალე იქნება დადასტურებული.

ვრცელდება სროლების ვიდეოც: