გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე!

გიგა ბოკერია – გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე.

ვინც მიხეილ სააკაშვილის საკითხს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ გამოიყენებს, “ივანიშვილის თამაშს ითამაშებს” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას გუშინდელი ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“თუ მას სურს ჩამოსვლა და ამ რისკზე წასვლა იმ ბევრ პოლიტიკურ დევნილთან ერთად, რომელიც ქვეყანის შიგნით არის ან გარეთ, ეს მისი არჩევანია. ოპოზიციური ერთობა არსებობს და ვინც შეეცდება, რომ სააკაშვილის საკითხი გამოიყენოს ამის წინააღმდეგ პირდაპირ ითამაშებს ივანიშვილის თამაშს. ამის მაგალითი ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ეთერში. გუბაზ სანიკიძეს ვგულისხმობ სწორედ.

მისი საქციელი არის საზიანო იმ ბრძოლისთვის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს და თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე ყველას მხრიდან” – განაცხადა ბოკერიამ.

წყარო: ptn.ge