ნიცაში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს!

პოლიციამ ნიცაში 29 ოქტომბერს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან კავშირი მყოფი კიდევ 4 ადამიანი დააკავა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებული კაცი ნიცაში, ეკლესიაში ადამიანებს თავს დაესხა.

თავდამსხმელს აღმოუჩინეს დოკუმენტები, რომლის თანახმად ის 21 წლის ტუნისელი იყო, რომელიც საფრანგეთში ოქტომბრის დასაწყისში იტალიის კუნძულ ლამპედუზუდან ჩავიდა.

წყარო: cyc.ge