პარტიათა დაფინანსების საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, შევა თუ არა პარლამენტში რომელიმე პარტია!

ალაფიშვილი – ოპოზიციურ პარტიათა დაფინანსების საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, შევა თუ არა პარლამენტში რომელიმე პარტია.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ზღვარგადალახული ოპოზიციური პარტია უნდობლობას უცხადებს დ რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს ითხოვს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, ისინი საპარლამენტო საქმიანობას არ განახორციელებენ.

მიიღებენ თუ არა ზღვარგადალახული, თუმცა პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები დაფინანსებას, როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, მიუხედავად პოლიტიკური ბოიკოტისა, პარტიების გადასაწყვეტია, აიღებენ თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

“პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი არ არის მიბმული მანდატებზე, ანუ დაფინანსების საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, შევა პარლამენტში რომელიმე პარტია პარლამენტში. კანონით გათვალისწინებული არის ორი პირობა იმისთვის, რომ უფლება, რომელიც პოლიტკურ პარტიებს აქვთ, შესრულდეს.

პირველი, ეს გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირებული იქნება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში, ანუ რამდენმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი ამა თუ იმ პარტიას. მეორე, ყოველწლიურად ამ პარტიების თანხმობის გარეშე ეს თანხა არც ერთ პარტიას არ მიეცემა.

ეს არის ფორმულა, 50 ათასამდე ხმა ნიშნავს 15 ლარს, ხოლო 50 თასი ლარის შემდგომ ყოველ მომდევნო ხმაზე 5 ლარი ემატება. ამ შემთხვევაში, პარტიამ უნდა თქვას, უნდა თუ არა დაფინანსების მიღება. ჩემი უხეში გაანგარიშებით, 280 თასიდან 3 მილიონ 100 თასამდე არის 9 პარტიისთვის მათი ხმების პროპორციული დაფინანსება“,- განაცხადა ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ქვეყანაში იგივე სცენარი 2008 წელს განვითარდა, როცა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გამო, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერე დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ.

წყარო: ptn.ge