თურქეთი, თურქი-მესხების გადასახლების წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ 1944 წლის 14 ნოემბერს თურქი-მესხები, რომელთა სამშობლოც, საქართველოს ახალციხის რეგიონია, უმრავლესობა ქალები და ბავშვები, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გადაასახლეს.
„თურქი-მესხების არაადამიანური მეთოდებით სამშობლოდან გადასახლების 75-ე წლისთავს კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვიხსენებთ. გადასახლების პერიოდში დაღუპულებს დიდი მწუხარებით მოვიხსენიებთ და მათ ახლობლებს თანავუგრძნობთ. ვიმედოვნებთ, რომ მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი წარმატებით დასრულდება და მშვიდ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, თურქეთი მათ მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს,“ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
წყარო: TRT